ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"ელიტ ელექტრონიქს"-ში 2010 წლის მოდელების ამოყიდვა დაიწყო
17/01/2011

 
პრესრელიზი

17,იანვარი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77 (1407)
 + (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
www.elitelectronics.ge

"ელიტ ელექტრონიქს"-ში 2010 წლის მოდელების ამოყიდვა დაიწყო

[PUBLICITY.GE] თბილისი,  17 იანვარი, 2011 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი" წინასაახალწლო აქციების პარალელურად "2010 წლის მოდელების ამოყიდვის" ახალ კამპანიას იწყებს.

კომპანიის გაყიდვების მენეჯერის ია ნადირაშვილის განცხადებით ახალი აქციის ფარგლებში წარმოდგენილია SANIO-ს ყველა მაცივარი, რომელთა ფასიც 315 ლარიდან იწყება.  SONY-ის, TOSHIBA-სა და SHARP-ის ტელევიზორების შეძენის შემთხვევაში კი  მომხმარებლებს 100-დან 500 ლარამდე დანაზოგის გაკეთება შეეძლებათ.ფასდაკლება ვრცელდება ნებისმიერი ბრენდის ნებისმიერი მოდელის გაზქურებზეც. აქციაში ჩადებულია BOSCH-სა და GORENJE-ს სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანის კონკრეტული მოდელებიც.

2011 წელს "ელიტ ელექტრონიქსი" უახლეს მოდელებზე გააკეთებს აქცენტირებას. ნადირაშვილის განცხადებით, კომპანიის ერთერთი ძირითადი სტრატეგიული მიზანია ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოტანა. მისივე თქმით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ტექნიკის რამდენიმე ყველაზე მსხვილ მწარმოებელთან და 2011 წელს კომპანია მომხმარებლებს ტექნიკის უახლეს მიღწევებს შესთავაზებს.

"2010 წლის მოდელების ამოყიდვის" აქცია თვის ბოლომდე გაგრძელდება და აღნიშნულ კამპანიას ახალ პროდუქტებზე ფასდაკლებები ყოველდღიურად დაემატება.

წაკითხულია: 2751